ერაყში ხანძარს 11 ჩვილი ემსხვერპლა

ერაყის დედაქალაქ ბაღდათში იერმუკის საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად პირველადი მონაცემებით 11 ჩვილი დაიღუპა

548950
ერაყში ხანძარს 11 ჩვილი ემსხვერპლა

ერაყის დედაქალაქ ბაღდათში იერმუკის საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად პირველადი მონაცემებით 11 ჩვილი დაიღუპა.

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის აჰმედ ალ რედინის განცხადებით, იერმუკის საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილებაში ელექტრო სადენებიდან გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ჩვილი დაიღუპა, 10 კი დაშავდა.

მისივე თქმით, ხანძარი სახანძრო სამსახურისა და უსაფრთხოების ძალთა წარმომადგენლების ერთობლივი მცდელობით ჩააქრეს და ხანძრის წარმოქმნის ადგილიდან 28 ქალი და 7 ჩვილი უვნებლად იქნა გამოყვანილი.


საკვანძო სიტყვები: #ერაყი , #ხანძარი , #ჩვილი

მსგავსი ინფორმაციები