ჩკთრ თურქი ხალხის გვერდით დგას

გუშინ დიდი მიტინგი გაიმართა ლეფკოშაში

546143
ჩკთრ თურქი ხალხის გვერდით დგას
yildirim.jpg

15 ივლისის პუტჩის საწინააღმდეგო და დემოკრატიის დაცვის მხარდამჭერი მიტინგი გაიმართა ასევე ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის დედაქალაქ ლეფკოსაში, რომელშიც თურქეთის ვიცეპრემიერ თუღრულ თურქეშის ხელმძღვანელობით თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციამაც მიიღო მონაწილეობა და ამ უკანასკნელმა პრეზიდენტ ერდოღანის მესიჯი წაიკითხა, რომელშიც ხაზგასმულია, რომ 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობა თავისი ფორმით, შინაარსით, სიმკაცრით და სხვა თვისებებით თურქეთში უფრო ადრე განხორციელებულ ყველა პუტჩისგან განსხვავდება სიმკაცრით და დაუნდობლობით, თუმცა, იმ ღამეს უფრო მეტი გმირობა და ვაჟკაცობა გამოიჩინა თურქმა ხალხმა და განაიარაღა რა ამბოხებულები, რამდენიმე საათში დაასამარა ქვეყნის მტრების ეს გამოხტომა.

ლეფკოშას მიტინგს ტელეკონფერანსით დაუკავშირდა თურქეთის პრემიერი ბინალი ილდირიმი და მადლობა გადაუხადა რა კვიპროსელ თურქებს თანადგომისა და სოლიდარობისათვის, თქვა, რომ ამბოხების დამარცხებით თურქმა ხალხმა თავისი დემოკრატიული მომავალიც დაიცვა.

“არსებობს ასეთი მოარული გამოთქმა: მეგობარი გაჭირვების დროს გამოჩნდებაო და თქვენი ეს ანტიპუტჩისტური განწყობა და მეგობრული თანადგომა ჩვენდამი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ურყევი, მტკიცე და სამარადისოა ჩვენი ძმობა და ერთობა“, განაცხადა თურქმა პრემიერმა ტელეკონფერანსით წარმოთქმულ სიტყვაში  და დაამატა, რომ როგორც ყოველთვის, მომავალშიც ყოველთვის იდგმებიან კვიპროსელი ძმების გვერდით და ყველგან დაიცავენ მათ უფლებებს



მსგავსი ინფორმაციები