ალეპოს გარშემო ბრძოლები მძაფრდება

შეტაკებები გარდამავალი უპირატესობებით გრძელდება

543180
ალეპოს გარშემო ბრძოლები მძაფრდება

ესადის რეჟიმი ცდილობს მთლიანად ალყაში მოაქციოს ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი ალეპო, რომლის ერთი ნაწილი ჯერ კიდევ ოპოზიციის კონტროლ ქვეშ არის და გუშინ, Ceyş el-Fetih-ის დაჯგუფებამ ამ ალყის გარღვევის მიზნით შეტევა განახორციელა ესადის ძალებზე და მათ 1 სოფელი, 4 მაღლობი, 3 ტანკი და 1 სარაკეტო დანადგარი წაართვათ.

ოპოზიციის ერთმა სხვა დაჯგუფებამ კი ქალაქის სამხრეთში მდებარე ესადის რეჟიმის შტაბად ცნობილი მაცივრების ქარხანა იგდო ხელთ და აქ მიმდინარე ბრძოლების დროს ლიკვიდირებულ იქნა ესადის რეჟიმის 56 ჯარისკაცი, ხოლო ამასთან ერთად განადგურებულ იქნა 2 ტანკი, 16 სამხედრო ავტომანქანა და 1 ექსკავატორი.

ამ დროს ცნობილი გახდა, რომ ესადის არმიის კუთვნილმა სამხედრო ვერტმფრენმა იდლიბის მახლობელ სოფელ სერაქიბში ქლორის გაზის შემცველი ბარელის ბომბი ჩამოაგდო, რის შედეგადაც 10 კაცი მოიწამლა და ისინი სამკურნალოდ გადაიყვანეს ახლომდებარე სამხედრო საველე ჰოსპიტალში



მსგავსი ინფორმაციები