ალეპოში ჩატარებული საჰაერო ოპერაციის დროს 30 ადამიანი დაიღუპა

რუსეთი და ასადის რეჟიმი კი ალეპოს მაცხოვრებელთათვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საკითხზე შეთანხმდნენ

540097
ალეპოში ჩატარებული საჰაერო ოპერაციის დროს 30 ადამიანი დაიღუპა

სირიის ქალაქ ალეპოში, ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერობით კოალიციის საბრძოლო თვითმფრინავების მიერ დაბა კერაბლუსში ბაზარსა და დასახლებულ ტერიტორიას შორის განხორციელებული ოპერაციის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა, რომელთა უმრავლესობაც მშვიდობიანი მოქალაქეა. 70 ადამიანი დაშავებულია, რეგიონს კი დიდი ზიანი მიადგა.

რუსეთი და ასადის რეჟიმი კი ალეპოს მაცხოვრებელთათვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საკითხზე შეთანხმდნენ.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს, განცხადებით, ალყაში მოქცეული ქალაქის მიმართულებით სამი სხვადასხვა ჰუმანიტარული კორიდორი გაიხსნება, საიდანაც შესაძლებელი იქნება სურსათისა და მედიკამენტების შეტანა.

სირიის სახელმწიფოს მეთაურმა ასადმა ალეპოში არმიის წინააღმდეგ მებრძოლ ჯგუფებს მოუწოდა ჩაბარდნენ და იმ შემთხვევაში თუ მძევლებს გაათავისუფლებენ, მათ არ დასჯიან.

აშშ-ს უფლებამოსილთა განცხადებით კი საჭიროა მხოლოდ სამოქალაქოთა ევაკუაცი,ა მაშინ როცა ამ ნაბიჯით ტერორისტული ჯგუფები გათავისუფლდებიან.

გაეროს სირიის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტეფან დე მისტურამ განვითარებული მოვლენები დადებითად შეაფასა და დასძინა, რომ ალეპოსათვის დახმარების მისაწოდებლად უპირველს ყოვლისა საჭიროა რეგიონში შეტაკებების დასრულება.

სირიის არმიის მხრიდან ალყაშემორტყმულ ალეპოში, სავარაუდოდ, დაახლოებით 300 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

ამავდროულად, ცნობილი გახდა, რომ სირიაში ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ს განშტოება PYD-სთან ერთად მოქმედმა ასადის ძალებმა ალეპოში ოპოზიციის კონტროლის ქვეშ მყოფი ეშრეფიესა და ბენი ზეიდის რეგიონები აიღეს.

 



მსგავსი ინფორმაციები