კურთულმუშმა კოსოვოელი სტუმრები მიიღო

“კოსოვო გმობს ყოველგვარ პუტჩს“

538766
კურთულმუშმა კოსოვოელი სტუმრები მიიღო

ვიცე პრემიერმა ნუმან კურთულმუშმა კოსოვოს  საჯარო მმართველობისა მინისტრი და კოსოვოს დემოკრატიული თურქული პარტიის თავმჯდომარე მაჰირ იაღჯილარი და მისი თანმხლები დელეგაცია ჩანქაიას რეზიდენციაში მიიღო.

კოსოვოელი სტუმრები 15 ივლისს განხორციელებული სამხედრო გადატრიალების მცდელობაში მონაწილე ფეტულლაჰის ტერ ორგანიზაცია პარალელური სახელმწიფო სტრუქტურის FETÖ/PDY-ს გასაპროტეტებელ დემოკრატიის დაცვის მიტინგებში მონაწილეობის მისაღებად არიან ჩამოსულნი.

კურთულმუშმა სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მისცათ პუტჩის შესახებ და აღნიშნა, რომ ის ღამე  მნიშვნელოვანი გარდატეხა იყო თურქეთისა და მისი მეგობრებისათვის. მისივე თქმით თურქმა ხალხმა საკადრისი პასუხი გასცა პუტჩისტებს და მათ თავიანთი ბინძური გეგმის განხორციელების ნება არ მისცათ.

ვიცე პრემიერმა კოსოვოელების ხელმძღვანელობით მადლობა გადაუხადა ყველა იმ ხალხსა და ქვეყნებს, რომლებიც ამ მძიმე დღეებში თურქი ხალხის და მისი მთავრობის გვერდზე დადგნენ. მანვე იმედი გამოთქვა, რომ თურქეთი ამ გამოცდებიდან წარმატებით გამოვა, უფრო გაძლიერდება და უფრო განვითარდება.

სტუმარმა მინისტრმა პუტჩში დაღუპულების გამო თურქ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ყველანაირი პუტჩის წინააღმდეგი არიან.

“რამდენადაც თურქეთი სტაბილური და ძლიერი იქნება, იმდენად სტაბილური იქნება მთლიანობაში მთელი რეგიონი“, განაცხადა კოსოვოელმა მინისტრმა



მსგავსი ინფორმაციები