ლავროვი, თურქეთ-სირია
თურქეთ-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზების ფარგლებში, სირიის კრიზისის საკითხში, კვლავ შესაძლოა დიალოგზე წასვლა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლავროვის განცხადებით, თურქეთ-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზების ფარგლებში, სირიის კრიზისის საკითხში, კვლავ შესაძლოა დიალოგზე წასვლა.
ლავროვს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზის მთავრობის სასახლეში, შეხვედრა ჰქონდა ფრანგ კოლეგასთან ჟან მარკ აურაულტთან, რომლის შემდეგ ჩატარებულ ბრიფინგზეც ისაუბრა საკითხის ირგვლივ.
აღნიშნა, რომ სირიის პრობლემის მოწესრიგების მიზნით, ახლო ხანებში, თურქეთთან ვიწრო ჩარჩოებში, ჰქონდათ შეხვედრები, მაგრამ ცნობილი მიზეზების გამო, ვერ მოხერხდა მისი დასრულება.
ლავროვი შეეხო, უკანასკნელად პრეზიდენტ რ.თ. ერდოღანს და პუტინს შორის, ურთიერთობის ნორმალიზების თემაზე გამართულ სატელეფონო საუბარსაც. გამოთქვა იმედი, რომ გამონახავენ საერთო ენას და გააგრძელებენ დიალოგს, თურქ პარტნიორებთან, სირიის კრიზისის მოსაწესრიგებლად.
მიუსამძიმრა ათათურქის აეროპორტის ტერ-აქტში დაღუპულების ოჯახებს და საერთაშორისო თანადგომა გამოაცხადა ტერ-ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლაში.
აირაულტმა ტერ-აქტზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ კიდევ ერთხელ შეიქმნენ მოწმე, რომ ტერორიზმისთვის არ არსებობს არავითარი გარჩევა, საფრანგეთი თანადგომას უცხადებს მთელ თურქ ხალხს და დაღუპულთა ოჯახებს.