რუსეთმა სირიის ქალაქ დეირუზ ზორის დაბა ალ კურიეში ფოსფორისა და ვაკუუმის ბომბები ჩამოყარა

რუსეთმა სირიის ქალაქ დეირუზ ზორის დაბა ალ კურიეში ფოსფორისა და ვაკუუმის ბომბები ჩამოყარა, რის შედეგადაც 70 ადამიანი დაიღუპა

519270
რუსეთმა სირიის ქალაქ დეირუზ ზორის დაბა ალ კურიეში ფოსფორისა და ვაკუუმის ბომბები ჩამოყარა

რუსეთმა სირიის ქალაქ დეირუზ ზორის დაბა ალ კურიეში ფოსფორისა და ვაკუუმის ბომბები ჩამოყარა, რის შედეგადაც 70 ადამიანი დაიღუპა.

თავდასხმაზე რეაქცია არ გამოხტა საერთაშორისო საზოგადოებამ.

რუსეთმა ფოსფორისა და ვაკუუმის ბომბები ადრე ალეპოსა და იდლიბშიც ჩამოყარა, რაზეც ასევე დუმილი არჩია საერთაშორისო წრეებმა და არაბულმა სამყარომ.  

რუსეთის სახელმწიფო ტელევიზია „რაშა თუდეის“ ეთერით 18 ივნისს რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს სირიის ქალაქ ლაზკიეში მდებარე ჰიმეიმინის საჰაერო ბაზაზე განხორციელებული ვიზიტი გააშუქეს, რომლის დროსაც რუსული სამხედრო თვითმფრინავების მზადების კადრებიც გავრცელდა. ვიდეოში კი შეცდომით გაეპარათ სირიაში საჰაერო ოპერაციის დროს რუსეთის მიერ კასეტური ბომბების გამოყენების დამადასტურებელი კადრებიც.

მას შემდეგ, რაც ვიდეო სოციალური მედიითაც გავრცელდა, არხმა კადრები დაამონტაჟა და თავიდან გაავრცელა. საერთაშორისო საზოგადოებამ კი ამ ფაქტს თვალი აარიდა.  


საკვანძო სიტყვები: #სირია , #ვაკუუმის ბომბი , #რუსეთი

მსგავსი ინფორმაციები