სირიის მართლმადიდებლური ეკლესიის სულიერ ლიდერზე თავდასხმა განხორციელდა

ნტაკიის (ანტიოქიის) პატრიარქსა და სირიის მართლმადიდებლური ეკლესიის სულიერ ლიდერ ეგნატე ეფრემ კერიმ მეორეზე სირიის ქალაქ ჰასეკეს დაბა ქამიშლიში თავდასხმა განხორციელდა

514322
სირიის მართლმადიდებლური ეკლესიის სულიერ ლიდერზე თავდასხმა განხორციელდა

ანტაკიის (ანტიოქიის) პატრიარქსა და სირიის მართლმადიდებლური ეკლესიის სულიერ ლიდერ ეგნატე ეფრემ კერიმ მეორეზე სირიის ქალაქ ჰასეკეს დაბა ქამიშლიში თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.

ადგილობრივი წყაროს ცნობით, პატრიარქის კოლინას ალ ვუსტას უბანში გავლის დროს, სადაც მოსახლეთა უმრავლესობა ქრისტიანია, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. თავდასხმის შედეგად კოლონის ერთი მცველი დაიღუპა, სამი კი დაიჭრა.

პატრიარქი ეგნატე ეფრემ კერიმ მეორე თავდასხმა უვნებელი გადაურჩა.

ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არავის აუღია.  



მსგავსი ინფორმაციები