ირანმა აშშ-ს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

ამის შესახებ ინფორმაციას ირანული საინფორმაციო სააგენტო IRNA ავრცელებს

512121
ირანმა აშშ-ს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

ირანის მთავრობამ, აშშ-ს წინააღმდეგ ქვეყანაში 2 მილიარდი დოლარის დაბლოკვის მოტივით საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას ირანული საინფორმაციო სააგენტო IRNA ავრცელებს, რომელიც იტყობინება, რომ  სარჩელში ის კომპანიებია მოხსენიებული, რომლებიც მთავრობას ექვემდებარება. აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ მიმდინარე წლის აპრილის თვეში, ირანის კუთვნილი ორი მილიარდი დოლარის დაბლოკვის გადაწყვეტილება მიიღო და განაცხადა, რომ აღნიშნული თანხა თავდასხმების შედეგად გარდაცვლილების ოჯახებს უნდა გადაერიცხოს.



მსგავსი ინფორმაციები