საბერძნეთი, მიგრანტთა ბანაკები

საბერძნეთის, მაკედონიის საზღვარზე გაშენებული ლტოლვილთა ბანაკები იცლება

511533
საბერძნეთი, მიგრანტთა ბანაკები
yunanistan sığınmacılar.jpg

საბერძნეთის, მაკედონიის საზღვარზე გაშენებული ლტოლვილთა ბანაკები იცლება. იდომენის ბანაკის დაცლის შემდეგ, ავტობუსებით მოხდა, მიმდებარე ადგილების, არა ოფიციალურ ბანაკებში თავშეფარებული სამი ათასამდე მიგრანტის ოფიციალურ ბანაკებში გადაყვანა.

დაცლის პროცესში, რეგიონში, არ იქნენ დაშვებულნი  ჟურნალისტები.

 საბერძნეთში, სადაც 57 ათასი მიგრანტია, გაშენდება დამატებით 12 ბანაკი.

გრძელდება მიგრანტების სახიფათო მოგზაურობა ევროპაში.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ცნობით, კვირის დასასრულს, იტალიაში, გამოხსნილ იქნა 3 ათასზე მეტი მიგრანტი.

მხოლოდ კვირას, მესაზღვრეებმა გამოიხსნეს 230 მიგრანტი.

2016 წლიდან 200 ათასზე მეტმა მიგრანტმა გადალახა ხმელთაშუა ზღვა და მიაღწია ევროპას.

საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში, დაიღუპა 3.100 ლტოლვილი.

გასულ წელს, ევროპის სახიფათო მოგზაურობაში დაიღუპა 5. 400, უკანასკნელ 20 წელიწადში კი, სულ 55 ათასზე მეტი მიგრანტი.



მსგავსი ინფორმაციები