სირია თავდასხმა და ჰუმანიტარული დახმარების საკითხი

რუსული თვითმფრინავების მხრიდან სირიასა და იდლიპზე განხორციელებულ ფოსფორის და კასეტური ბომბის თავდასხმებს შეეწირა 2 ბავშვი

506570
სირია თავდასხმა და ჰუმანიტარული დახმარების საკითხი
peşhabur sınır kapısı.jpg
bm suriye yardım.jpg

რუსული თვითმფრინავების მხრიდან სირიასა და იდლიპზე განხორციელებულ ფოსფორის და კასეტური ბომბის თავდასხმებს შეეწირა 2 ბავშვი.

ოპოზიციის კონტროლში არსებული რაიონების თავდასხმაში დაიჭრა მრავალი ადამიანი. ხანძარი გაუჩნდა ზოგიერთ მანქანებს და სამოსახლოებს.

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველის სტეფან დუჟურიკის განცხადებით, სირიის რეჟიმმა ნება დართო დერეაზე ნაწილობრივი ჰუმანიტარული დახმარების შეტანას. გაერომ კი, მოითხოვა სრული ჰუმანიტარული დახმარების შეტანისთვის სირიისგან ნებართვა.    

დუჟირიკმა, ჟურნალისტებისთვის გავრცელებულ განცხადებაში, აღნიშნა, რომ 5 ივნისს, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შესახებ მიმართეს სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს. მოითხოვეს დამასკოს დერეას, დუმას, მუდანიეს, ჰუმუსის და ელ ვეარის დასახლებებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად ნებართვა. მიმართვაში, ადგილი ეთმობა დახმარების შვეულმფრენით მიწოდებას, იმ შემთხვევაში, როცა დახმარების მიწოდება ვერ მოხერხდება ხმელეთიდან. არ არის დაგეგმილი თვითმფრინავის გამოყენება.

ყოველ დღიურ პრეს-კონფერენციაზე, საკითხი დღის წესრიგში ჩააყენა აშშ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს მრჩეველმა მარკ ტონერმა. აღნიშნა, რომ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების თვალსაზრისით, ჯერ არ არიან იმ დონეზე, რომელზეც უნდა იყვნენ.

თეთრის სახლის მრჩეველმა ერნესტმა, ყოველ დღიურ პრეს-კონფერენციაზე, გამოკვეთა რა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის ესადის შეფერხების შექმნა, აღნიშნა, რომ სწორედ ამიტომ არის შეუძლებელი მისი ლიდერობის ქვეშ სახელმწიფოს გაერთიანება.

ამავდროულად, ერაყის ქურთული რეგიონის ხელისუფლებამ გაავრცელა განცხადება, რომ დროებით, მხოლოდ პირველადი საკვები პროდუქტების და წამლების გადატანისთვის გაიხსნება სირიის ჩრდილოეთში შესასვლელი ფეშჰაბურის სასაზღვრო კარი.

ერაყის ქურთული რეგიონის ლიდერის მესუთ ბარზანის ლიდერობით, ქურთისტანის დემოკრატიული პარტიის განცხადებით, გადაწყვეტილება ძალაში შევა დღეიდან.

ერაყის მხარისთვის განკუთვნილი "Peşhabur"-ის სასაზღვრო კარი, სირიის მხარის "Semalka"-ს სასაზღვრო კარი, ქურთისტანის დემოკრატიულ პარტიას (KDP) და ტერ-ორგანიზაცია PKK-ს სირიის გაგრძელებად ქმნილ PYD-ს შორის პოლიტიკური კონფლიქტების გამო არის გადაკეტილი.



მსგავსი ინფორმაციები