თავდასხმა ერაყში

შიიტური პოლიციის საგუშაგოზე განხორციელებულ თვითმკვლელურ თავდასხმაში, პირველადი წყაროების ცნობით დაიღუპა ორი, დაშავდა მრავალი ადამიანი

501356
თავდასხმა ერაყში

ერაყის სელაჰედინის პროვინციასთან დაკავშირებულ სულეიმან ბეგის უბანში, შიიტური პოლიციის საგუშაგოზე განხორციელებულ თვითმკვლელურ თავდასხმაში, პირველადი წყაროების ცნობით დაიღუპა ორი, დაშავდა მრავალი ადამიანი. თუზჰურმათის რაიონის გუბერნატორის შელლალ აბდულლაჰის ცნობით, ქერქუქ-ბაღდადის მაგისტრალზე მდებარე ჰაშდი შაბიეს საკონტროლო პუნქტზე, თვითმკვლელური თავდასხმა განხორციელდა ნაღმით დატვირთული მანქანით.

ხსენებულ ადგილზე მომსახურე ორი პოლიციელი დაიღუპა, დაშავდა მრავალი ადამიანი.

დაჭრილები გადაყვანილ იქნენ ჯანდაცვის ცენტრებში. სულეიმან ბეგის დასახლება მდებარეობს თუზჰურმათის რაიონისგან დაახლოებით 10 კმ-ით სამხრეთით.



მსგავსი ინფორმაციები