საქართველოს თურქ პარლამენტართა დელეგაცია ეწვია

ისინი უსუფაშვილმა მიიღო

498950
საქართველოს თურქ პარლამენტართა დელეგაცია ეწვია

დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავზე, თბილისს ეწვია თურქეთის  პარლამენტში მოქმედი თურქეთ-საქართველოს საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია, ამ ჯგუფის თავჯდომარის მოადგილის, ჰუსეინ შაჰინის ხელმძღვანელობით და ისინი მიიღო საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.

შეკრების დაწყებამდე გავრცელებულ განცხადებაში უსუფაშვილმა თქვა: “რომ არა ჩვენი ძმა და მეგობარი  თურქეთის მატერიალური მხარდაჭერა, საქართველო დამოუკიდებლობის ამ 25-ე წლისთავზე ასეთ დადებითი მდგომარეობამდე ვერ მოვიდოდა“.

ამ დროს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით ქალაქ ტრაპიზონში სხვადასხვა საზეიმო ღონისძიება ჩატარდა და მის ფარგლებში საქართველოს ტრაპიზონის საკონსულოსა და ტრაპიზონის მერიის თანამშრომლობით აქ კონცერტი გამართა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ორკესტრმა.



მსგავსი ინფორმაციები