იდომენის კუძული, მიგრანტები

საბერძნეთის მაკედონიის საზღვრის იდომენის ლტოლვილთა თავშესაფარიდან, ევაკუირებულ იქნა 2.000-ზე მეტი ლტოლვილი

497163
იდომენის კუძული, მიგრანტები

საბერძნეთის, მაკედონიის საზღვრის იდომენის ლტოლვილთა თავშესაფარიდან, ევაკუირებულ იქნა 2.000-ზე მეტი ლტოლვილი.

მშვიდობიან პირობებში მიმდინარე ევაკუაციით, ლტოლვილები, ავტობუსებით იქნებიან  გადაყვანილნი  სელანიკის ფარგლებს გარეთა თავშესაფრებში.

რეგიონში, შესაძლო ექსცესების თავიდან აცილების მიზნით, საქმეში 1.400-დე პოლიციელია ჩართული. ევაკუაციის გაგრძელება მოსალოდნელია 10 დღის განმავლობაში.

აიკრძალა პრესის წარმომადგენლების რეგიონში შესვლა და მაკედონიის საზღვრის ახლოდან სურათის გადაღება.

ოფიციალური მონაცემებით, იდომენში მცხოვრებ 9 ათასამდე ლტოლვილს, სამი თვეა მეტად მძიმე პირობებში უხდებოდათ ცხოვრება.

ამავდროულად, იდომენში დარჩენის მოსურნეებმა, გააპროტესტეს საბერძნეთის სხვა ბანაკებში გადასვლა.

 კრიზისის მოგვარებისთვის საჭიროდ მიიჩნიეს საზღვრების გახსნა და ევროპის სხვა სახელმწიფოებში გადასვლისთვის ნებართვის მიცემა.



მსგავსი ინფორმაციები