თეირანსა და ელ რიადს შორის დაძაბულობა მწვავდება

ირანი წელს მომლოცველებს არ გააგზავნის საუდის არაბეთში

489857
თეირანსა და ელ რიადს შორის დაძაბულობა მწვავდება

როგორც ცნობილია ირანსა და საუდის არაბეთს შორის დაძაბული მდგომარეობა სუფევს სირიაში და იემენში მიმდინარე მოვლენების გამო, რადგან თეირანი და ელ რიადი ერთმანეთს ბრალს სდებენ ხსენებული ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევაში.

გასული წლის ჰაჯობის პროცესის დროს მინას მთაზე ეშმაკის ჩაქოლვის  რიტუალის შესრულებისას წარმოქმნილ ჭყლეტაში დაღუპული 2 ათასი კაციდან 460 ირანის მოქალაქეს წარმოადგენდა, რაშიც თეირანმა კვლავ ელ რიადი დაადანაშაულა და ბრალი დასდო უსაფრთხოების ზომების მიუღებლობაში რა, აქედან გამომდინარე ირანის ხელისუფლებამ მიიღო დადგენილება, მიმდინარე წლის ჰაჯობის რიტუალზე არ დაუშვას თავისი მოქალაქეების ჩასვლა, რადგან ამ ჩამოთვლილი პრობლემების გარდა თეირანის აზრით საუდის არაბეთი ირანელ მოქალაქეებს ბიუროკრატიულ დაბრკოლებებს უქმნის ვიზების, ჯანდაცვის ტრანსპორტის და სხვა საკითხებშიც, რაც უარყოფილ იქნა საუდის არაბეთის მხრიდან.

ამ უკანასკნელ საკითხებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში ერ რიადმა აღნიშნა, რომ საუდის არაბეთი, ყველა მუსულმანს, რომლებიც იცავენ ჰაჯობის რიტუალისათვის დაწესებულ წესებს და ინსტრუქციებს,  არ უშლიან ხელს წმინდა მიწაზე შესვლაში



მსგავსი ინფორმაციები