ალიევმა მოინახულა სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო რეგიონები
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და მისმა მეუღლემ მეჰრიბან ალიევმა, მოინახულეს სომხეთ-აზერბაიჯანის საბრძოლო ფრონტის მიმდებარე, თერთერის, ბერდეს და აღდამის რაიონები
482321

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და მისმა მეუღლემ მეჰრიბან ალიევმა, მოინახულეს სომხეთ-აზერბაიჯანის საბრძოლო ფრონტის მიმდებარე, თერთერის, ბერდეს და აღდამის რაიონები.
თერთერის რაიონში, ერთ-ერთ სამხედრო გაერთიანებაში მყოფ ალიევს, სამხედრო ფრონტზე უკანასკნელი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა თავდაცვის მინისტრმა ზაქირ ჰასანოვმა. ალიევმა გასულ თვეში, მამაცობით გამორჩეულ ზოგიერთ ჯარისკაცებს საჩუქრები გადასცა.
ალიევი და მისი მეუღლე შემდეგ, ეწვივნენ და მოინახულეს გასული თვის 27, 28 აპრილს, სომხეთის არმიის მძიმე საბრძოლო ტექნიკით თავდასხმის დროს, თერთერის კაფანლის, აღდამის მაჰრიზლის სოფლებში დანგრეული შენობები. ესაუბრნენ მოქალაქეებს. ალიევმა, დანგრეული შენობების მოკლე დროში შეკეთების განკარგულება გასცა.