დაჭრილი თურქმენები ანკარაში მკურნალობენ

ტერ-ორგანიზაცია DAEŞ-ის თავდასხმებში დაზარალებული 68 ერაყელი თურქმენი, გუშინ ღამე, ერბილიდან თვითმფრინავით იქნა შემოყვანილი თურქეთში

473709
დაჭრილი თურქმენები ანკარაში მკურნალობენ

ერაყის ქერქუქის პროვინციასთან დაკავშირებულ თაზეჰურმათუს მიდამოებში, ტერ-ორგანიზაცია DAEŞ-ის თავდასხმებში დაზარალებული 68 ერაყელი თურქმენი, გუშინ ღამე, ერბილიდან თვითმფრინავით იქნა შემოყვანილი თურქეთში. მკურნალობა უტარდებათ ანკარის ფოლათლის საავადმყოფოში. მათგან 21 ბავშვი და უმეტესობა ქალები არიან.

თურქმენებს, რომელთაც ქიმიური იარაღების ზეგავლენით წარმოექმნათ გულმკერდის, სასუნთქი ორგანოების დისკომფორტი და კანის დაავადება, მკურნალობა უტარდებათ ნუმუნეს საავადმყოფოს პლასტიკური ქირურგიის და დერმატოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომლობით.

უფრო ადრე, თაზეჰურმუთიდან შემოსული 15 დაჭრილი, ფოლათლიში მკურნალობის შემდეგ, თავიანთ სამშობლოში იქნენ გაგზავნილნი.



მსგავსი ინფორმაციები