სირიაში არალეგიტიმური არჩევნები ჩატარდა

სირიაში არალეგიტიმური არჩევნები ჩატარდა

470904
სირიაში არალეგიტიმური არჩევნები ჩატარდა

სირიაში არალეგიტიმური არჩევნები ჩატარდა

სირიაში ასადის რეჟიმის კონტროლის ქვეშ მყოფ რეგიონებში, რომლებშიც ოპოზიციონერების მხრიდან ბოიკოტი იქნა გამოცხადებული, არალეგიტიმური ფორმის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ასადის რეჟიმი ამტკიცებს, რომ არჩევნები კონსტიტუციის ფარგლებში ჩატარდა, მაგრამ ოპოზიციონერები არჩევნების აღიარებას არ აპირებენ. სირიაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ აშშ-მ, საფრანგეთმა და გერმანიამ ოფიციალური განცხადება გააკეთეს და აღნიშნეს, რომ მათ შედეგებს არ აღიარებენ. რუსეთი კი ამტკიცებს, რომ სირიაში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებით სამთავრობო ინსტიტუტები ფუნქციონირებას შესძლებენ. მეორეს მხრივ, სირიის საკითხის განხილვა შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში ისევ განახლდა. სირიაში გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა სტეფან დე მისტურამ სირიის ოპოზიციონერებთან შეხვედრა გამართა. მისტურამ შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ სირიაში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხშირად დარღვევა ჟენევის მოლაპარაკებაზე უარყოფითად აისახება. მან ასევე დასძინა, რომ მიუხედავად დარღვევებისა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაგრძელება აუცილებელია. მისტურამ ასევე მოსკოვში, დამასკოში და თეირანში განხორციელებული ვიზიტის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთი, სირია და ირანი პოლიტიკურ ტრანსფორმაციას მხარს უჭერენ. მან ასადის რეჟიმის და ოპოზიციონერების მოლაპარაკებების დაწყების ზუსტი თარიღი არ დაასახელა.



მსგავსი ინფორმაციები