ლავროვი აზერბაიჯანშია
აზერბაიჯანში მყოფი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, მიიღო აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა
ირან-აზერბაიჯან-რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით, სამმხრივი შეხვედრისთვის, აზერბაიჯანში მყოფი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, მიიღო აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.
შეხვედრაზე, ალიევმა კმაყოფილება გამოთქვა პირველი სამმხრივი შეხვედრის ბაქოში ჩატარებაზე და აღნიშნა, რომ ამით, დასაბამი მიეცა სამ სახელმწიფოს შორის, სერიოზული რეგიონული თანამშრომლობის პროცესის დაწყებას.
აზერბაიჯანი, ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც ესაზღვრება როგორც რუსეთს, ისე ირანს. საჭიროა სამ სახელმწიფოს შორის, მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება.
ალიევი, შეეხო აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე მომხდარ შეტაკებებს და შემდეგ მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. აღნიშნა, რომ ხდებოდა ცეცხლის შეწყვეტის დაცვა, მაგრამ სომხეთმა ამ ღამეს დაარღვია იგი.
აზერბაიჯანი, ორიენტირებულია განხილვების დაწყებისთვის და ერთგულია განხილვის პროცესის.
ლავროვის ცნობით, სამივე სახელმწიფოს გააჩნია სატრანსპორტო დერეფნები, ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების, ენერგეტიკის სფეროში ორმხრივი ურთიერთობის თვალსაზრისით საერთო გეოსტრატეგიული და გეოპოლიტიკური ინტერესები. დაამატა, რომ დღეს, ირანელ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან მოახდენენ პოლიტიკური ჩარჩოს შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას. ლავროვმა, საჭიროდ მიიჩნია აზერბაიჯან-სომხეთის ბრძოლის ხაზზე დაძაბულობის შემცირება. გამოთქვა იმედი, რომ უკანასკნელი მოვლენები, საკითხის პოლიტიკური გზით გადასაწყვეტად აქტიური მუშაობისკენ უბიძგებს მათ. რუსეთი, სრულ მხარდაჭერას უჩენს ევროპის უშიშროების და თანამშრომლობის ორგანიზაციის, მინსკის ჯგუფის თანა თავჯდომარეობით ინიციატივას. უახლოეს დღეებში, პოლიტიკური პროცესის ხელახლა დაწყებისთვის, ეუთოს გარდა, წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით, საჭიროა სათანადო ატმოსფეროს შექმნა-თქვა სერგეი ლავროვმა.