აზერბაიჯან-სომხეთი, ცეცხლის შეწყვეტის დარღვევა

აზერბაიჯანის განცხადებით, ისინი ეგუებიან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, მაგრამ სომხეთი არღვევს მას

465640
აზერბაიჯან-სომხეთი, ცეცხლის შეწყვეტის დარღვევა

გრძელდება აზერბაიჯან-სომხეთის ბრძოლის ხაზზე დაძაბულობა.

აზერბაიჯანის განცხადებით, ისინი ეგუებიან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, მაგრამ სომხეთი არღვევს მას.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომხეთის არმიამ, საზღვარზე და ბრძოლის ხაზზე, 115-ჯერ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტა. აზერბაიჯანის არმიამ საპასუხო სროლა განახორციელა 120-ჯერ.
სამინისტროს, ერთი სხვა განცხადებით, აზერბაიჯანის მხრიდან, ოპერაციის შეჩერება ხდება შეთანხმების შესაბამისად. აზერბაიჯანის არმია ოკუპაციისგან გამოხსნილ რეგიონებში ახდენს პოზიციების გამაგრებას.

განცხადებაში აღინიშნა, რომ სომხეთის მხრიდან კვლავ ხდება აზერბაიჯანის დადანაშაულების, ცეცხლის შეწყვეტის აზერბაიჯანის მხრიდან დარღვევისადმი მიმართული ახალი პროვოკაციებისთვის ნიადაგის მომზადება და მოსალოდნელი ინციდენტების პასუხისმგებლობის აზერბაიჯანისთვის დაკისრება.



მსგავსი ინფორმაციები