ალიევ-პუტინის შეხვედრა

აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს, სატელეფონო საუბარი ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან

465510
ალიევ-პუტინის შეხვედრა

საინფორმაციო სააგენტოს აზერთაჯის განცხადებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს, სატელეფონო საუბარი ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან.

შეხვედრაზე, ისაუბრა სამი დღის წინ, აზერბაიჯანის მხრიდან ცალმხრივად ცეცხლის შეწყვეტაზე და საპასუხოდ, სომხეთის მხრიდან კვლავ თავდასხმების გაგრძელებაზე. აღნიშნა, რომ მხოლოდ გუშინ, შუადღისას მოახდინეს სომხებმა თავდასხმის შეწყვეტა.

იმ შემთხვევაში, თუ ამის შემდეგ მოხდება ცეცხლის შეწყვეტის დარღვევა, პასუხისმგებლობა დაეკისრებათ სომხებს-თქვა ილჰამ ალიევმა.

პუტინმა კი, გამოკვეთა აზერბაიჯან-სომხეთის ბრძოლის ხაზზე დაძაბულობასთან დაკავშირებით თავის შეშფოთება და ცეცხლის შეწყვეტის გაძლიერების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ამავდროულად, ნატოს გენერალური მდივნის სტოლტენბერგის გავრცელებულ წერილობით განცხადებაში, წამახალისებელი ეწოდა ცეცხლის შეწყვეტას. მხარეებს მოუწოდა დაიცვან ცეცხლის შეწყვეტა და თავი აარიდონ ახალი უთანხმოების წარმოქმნას. მხარდაჭერა გამოთქვა ნატოს მინსკის ჯგუფის მცდელობების მიმართ. საჭიროდ მიიჩნია მხარეების განხილვების ხელახლა დაწყება დამკვირვებლების თანხლებით და ყოვლის მომცველი შეთანხმების მიღება. აღნიშნა, რომ პრობლემას არ გააჩნია სამხედრო გადაწყვეტა-თქვა სტოლტენბერგმა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს გავრცელებული ჰქონდა განცხადება, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის ბრძოლის ხაზზე, მხარეების შეთანხმებით, სამხედრო ოპერაციები შეჩერდა 2016 წლის 5 აპრილს 12 საათიდან. ორი აპრილის ბრძოლებში კი, განადგურებულ იქნა სომხების 5 ტანკი და სამხედრო მასალით სავსე 5 ავტომანქანა. მოკლულ იქნა 70 სომეხი , დაიღუპა 16 აზერბაიჯანელი ჯარისკაცი.



მსგავსი ინფორმაციები