სომხეთს შესაბამისი პასუხი გაეცა

საჭიროების შემთხვევაში კიდე დავსჯით

463840
სომხეთს შესაბამისი პასუხი გაეცა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მთიან ყარაბაღში აზერბაიჯან-სომხეთს შორის არსებულ დაძაბულობაზე განცხადება გააკეთა. ალიევმა განაცხადა, რომ ცეცხლისშეწყვეტის შეთანხმება სომხეთმა დაარღვია და შესაბამისი პასუხიც მიიღო. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა სომხეთთან შექმნილი დაძაბულობის გამო უშიშროების საბჭო გამართა და შემდეგ განაცხადა, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის მიმართ მორიგი სანხედრო პროვოკაცია განახორციელეს რა, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მათ შესაბამისი პასუხიც გასცა და რამოდენიმე სტრატეგიულ რაიონებზე კონტროლის დამყარებაც შესძლო. მან ასევე დასძინა, რომ სომხეთს რეგიონში სიტუაციის გამწვავება სურს. "ჩვენ სამიზნეებზე თავდასხმა განახორციელეს, რომლის შედეგადაც რამოდენიმე შეიარაღებული ძალების პერსონელი დაგვეღუპა. აზერბაიჯანის შეიარაღბულმა ძალებმა კი მტერს შესაბამისი პასუხი გასცა და ახლა იძახიან, რომ თითქოს და ცეცხლისშეწყვეტის ხელშეკრულება ჩვენ დავარღვიეთ. ჩვენ ხელშეკრულება არ დაგვირღვევია მხოლოდ და მხოლოდ პროვოკაციას შესაბამისი პასუხი გავეცით. თუ სომხეთი მსგავს პროვოკაციებს არ დაანებებს თავს, ჩვენი შეიარაღბული ძალები მათ ყოველთვის შესაბამისდად დასჯიან," განაცხადა ალიევმა.



მსგავსი ინფორმაციები