ერაყელი შიიტები ტექნოკრატიული კაბინეტის შექმნას ითხოვენ

მათ პრემიერს ამისათვის 3 დღიანი ვადა მისცეს

460640
ერაყელი შიიტები ტექნოკრატიული კაბინეტის შექმნას ითხოვენ

შიიტთა ლიდერ მუქტედა ელ სადრს დაქვემდებარებულმა აჰრარის ფრაქციამ ერაყის პარლამენტში კენჭისყრაზე გაიტანა რეზოლუცია, რომელიც პრემიერმინისტრ ჰაიდარ ელ აბადის სამ დღიან ვადას აძლევს ახალი, ტექნოკრატიული მთავრობის შექმნისათვის და ეს რეზოლუცია ხმის უმრავლესობით იქნა მიღებული.

აჰრარის ფრაქცია ერთ ერთი ყველაზე უდიდესი და გავლენიანი ჯგუფია ერაყის პარლამენტში და იგი კაბინეტის შეცვლასთან ერთად რეფორმების გატარებას ითხოვს.

სამაგიეროდ ამ ტექნოკრატიული მთავრობის წინააღმდეგნი არიან ჩრდილოეთ ერაყის ქურთულ ავტონომიაში მოქმედი პარტიები და მათი მხრიდან გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტექნოკრატიული კაბინეტის შექმნით სურთ ერთის მხრივ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური დაძაბულობისა და კრიზისის დამალვა, მეორეს მხრივ კი ეროვნული შერიგების მცდელობების შეჩერება



მსგავსი ინფორმაციები