ჟენევაში სირიის მოლაპარაკებები გრძელდება

მისტურა ოპოზიციის დელეგაციას შეხვდა

453128
ჟენევაში სირიის მოლაპარაკებები გრძელდება

ჟენევაში გრძელდება სირიის მოლაპარაკებები. გაეროს სპეციალური წარმომადგენლის სირიაში სტეფან დე მისტურას განცხადებით, მისმა მორიგმა შეხვედრამ გაერთიანებულ ოპოზიციასთან კონსტრუქციულ ვითარებაში ჩაიარა, ასე რომ, მხარეებთან ჩატარებული არა პირდაპირი ცალ ცალკე შეხვედრებით უკვე პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს ქვეყნის ერთიანობის და ტერიტორიული მთლიანობის საკითხში და ამიტომ, ფედერალიზმის თაობაზე წამოყენებულ წინადადებებს განსახილველად აღარც გამოიტანენ.

მისივე თქმით ამ ეტაპზე ჯერ ჯერობით მრავალ საკითხში ჯერ კიდევ შეუთანხმებლობაა, თუმცა წინანდელთან შედარებით უფრო იმედიანად არიან განწყობილნი.

“ოპოზიცის მიერ შექმნილმა მოლაპარაკებების უმაღლესმა კომიტეტმა ჩვენ წარმოგვიდგინა ასევე თავისი წინადადებები და შეხედულებები გარდამავალ პერიოდთან დაკავშირებით და ჩვენ დეტალურად შევისწავლით მათ და ისე გავცემთ პასუხს“, აღნიშნა მისტურამ.

მოლაპარაკებების უმაღლესი კომიტეტის წარმომადგენლის ბასმა კოდმანის განცხადებით კი მისტურამ მათ გარდამავალი პერიოდისათვის 6 თვიანი გარანტია მისცათ.

მანვე უკანონო და მიუღებელი უწოდა სირიელი ქურთების მხრიდან ქვეყნის ჩრდილოეთში ფედერალიზმის გამოცხადებას.

ამ დროს განცხადება გაავრცელა მისტურას კონსულტანტმა, ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს გენერალურმა მდივანმა იან ეგელანდმა და თქვა, რომ სირიის მთავრობა მათ ნებას არ აძლევთ, რომ ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდონ ექვს რეგიონს



მსგავსი ინფორმაციები