პუტინს დღეიდან სირიიდან ჯარები გაჰყავს

ამის შესახებ ბრძანება გუშინ მიიღო

450997
პუტინს დღეიდან სირიიდან ჯარები გაჰყავს


რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS-ი იუწყება, რომ ვლადიმირ პუტინმა გუშინ სირიაში შექმნილი მდგომარეობა განიხილა საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებ სერგეი ლავროვთან და სერგეი შოიგუსთან რა, ამ უკანასკნელს დაავალა, სირიაში არსებული რუსული სამხედროების დიდი ნაწილი დღეიდან უკან, რუსეთში გამოიწვიოს.

“რუსულმა ნაწილებმა სირიაში თავიანთი ფუნქციები წარმატებით დაასრულეს, მარტო ტარტუსის რუსული საზღვაო ბაზის და ჰიმეიმინის სამხედრო ნაწილის დაცვა საკმარისი იქნება“, განაცხად პუტინმა.

კრემლის ინტერნეტ გვერდის მიხედვით კი პუტინი ტელეფონით დაუკავშირდა სირიის პრეზიდენტ ბეშარ ესადს და შეთანხმება მიიღეს რუსი სამხედროების სირიიდან გაყვანის საკითხში.

სირიის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო SANA-ს მიხედვითაც პუტინმა და ესადმა სირიაში არსებული რუსი სამხედროების რაოდენობის შემცირების დადგენილება მიიღეს.

ამ დროს ცნობილი გახდა, რომ პუტინმა რუსი სამხედროების დიდი ნაწილის სირიიდან გაყვანის თაობაზე მიღებული დადგენილების შესახებ ტელეფონით აცნობა ობამას.

ექსპერტთა აზრით კი მოსკოვის ეს დადგენილება დადებით ზეგავლენას მოახდენს ჟენევაში მიმდინარე სირიის მოლაპარაკებებზე, რადგან მას პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა ოპოზიციიდან



მსგავსი ინფორმაციები