პედაგოგთა გლობალური ჯილდოს მფლობელი პალესტინელია
დუბაიში ჩატარებული ცერემონიის წამყვანები იყვნენ ცნობილი მსახიობები სელმა ჰაეკი და მატტეი მაკანაჰეი
პედაგოგთა გლობალური ჯილდოს მფლობელი გახდა პალესტინელი ჰანან ელ ჰურობი. განათლების სფეროში ნობელის პრემიის სანაცვლოდ, წელს მეორედ გაიმართა პედაგოგების გლობალური ჯილდოს ცერემონია.
დუბაიში ჩატარებული ცერემონიის წამყვანები იყვნენ ცნობილი მსახიობები სელმა ჰაეკი და მატტეი მაკანაჰეი.
გამარჯვებულის გამოცხადების პატივი ერგო პაპა ფრანცისკეს, რომელიც ცერემონიას ტელე კონფერენციის გზით შეუერთდა.
ფინალში, რომელზეც 8 ათასი პედაგოგის კანდიდატობა იყო წარდგენილი, მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ათმა. საპატიო ჯილდოს მფლობელი გახდა პალესტინელი ჰანან ელ ჰურობი, რომელიც ჯილდოსთან ერთად გახდა მილიონი დოლარის ფულადი ჯილდოს მფლობელი.
ელ ჰურობს, რომელიც პედაგოგობას ეწევა დასავლეთ სანაპიროზე, სწამს, რომ მის სამშობლოში მშვიდობა განათლებით დამკვიდრდება.
იგი, ამავე დროს, არის ავტორი წიგნის სახელწოდებით:-„ვთამაშობთ და ვსწავლობთ“.