სირიაში მორატორიუმი გრძელდება

მოლაპარაკებები ჟენევაში 7 მარტს დაიწყება

441951
სირიაში მორატორიუმი გრძელდება

სირიაში მორატორიუმის გამოცხადებიდან მეოთხე დღე დაიწო, თუმცა აქა იქ შეტაკებები მაინც ხდება.

გაეროს გენერალური მდივნის ბან კი მუნის განცხადებით მართალია ზოგან ირღვევა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, მაგრამ, მიუხედავად ამისა მთლიანობაში კმაყოფილნი არიან მისი მიმდინარეობით, ხოლო სირიის მეგობართა ჯგუფი ყველანაირ მცდელობებს იჩენს, რათა მორატორიუმის დარღვევებს ბოლო მოეღოს. მისივე თქმით სირიის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ჟენევაში 7 მარტს დაიწყება და ამიტომ მხარეებს აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნმა ჯონ კერიმ უარყოფითი რეაქცია გამოხატა ისლამური სახელმწიფოს მხრიდან ჰუმანიტარული კოლონებისათვის დაბრკოლებების შექმნას და მათ ცოტაოდენი ზნეობრიობის გამოჩენისკენ მოუწოდათ.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს წარმომადგენლის, ჯონ კირბის თქმით კი ამერიკას არ სურს სირიაში ფედერალური სახელმწიფოს შექმნა და მხარს უჭერენ მის ტერიტორიულ მთლიანობას



მსგავსი ინფორმაციები