ტერაქტები ბაღდადში

დაიღუპა 70 კაცი

441657
ტერაქტები ბაღდადში

ერაყის დედაქალაქ ბაღდადის ეს-სადრის უბანში, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ შიიტები, გუშინ საღამოს ზედიზედ განხორციელებული 2 ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 70 კაცამდე ავიდა, ხოლო დაჭრილების რაოდენობა 97 გახდა.

ამ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

ტერაქტების კვალდაკვალ პრემიერმა ჰაიდარ ელ აბადიმ ჯერ ბაღდადში მყოფი სარდლები სასწრაფო შეკრებაზე მიიწვია და მათგან დეტალური ინფორმაციები მიიღო უსაფრთხოების საკითხზე, რის შემდეგაც იგი სადრის უბანს ეწვია და ტერაქტების ადგილები მოინახულა.

ბაღდადიდან მიღებული მეორე ინფორმაციით სამთავრობო ძალებსა და DEAŞ-ის ბოევიკებს შორის ცხარე ბრძოლა მოხდა ბაღდადიდან 20 კმ-ით დაშორებულ ებუ გურეიბის დასახლებაში, რომლის დროსაც ლიკვიდირებულ იქნა ათეულობით ტერორისტი, ხოლო მათთან ბრძოლაში დაიღუპა 12 ჯარისკაცი



მსგავსი ინფორმაციები