ირანში არჩევნები ტარდება

78 მილიონიან ქვეყანაში პარლამენტის 290 დეპუტატსა და სულიერი ლიდერის აიათოლა ჰამანეის მემკვიდრის დამდგენ 88 წევრიან სპეციალისტთა ჯგუფს აირჩევენ

440089
ირანში არჩევნები ტარდება

ირანში არჩევნები ტარდება.

78 მილიონიან ქვეყანაში პარლამენტის 290 დეპუტატსა და სულიერი ლიდერის აიათოლა ჰამანეის მემკვიდრის დამდგენ 88 წევრიან სპეციალისტთა ჯგუფს აირჩევენ.

საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას 6 ათას 300 კანდიდატი იღებს. კონსერვატორებსა და რეფორმატორებს შორის კონკურენცია მაღალია. ეს არჩევნები ირანსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების დათბობას დაემთხვა. ჰასან როჰანიმ ორ წლიანი მუშაობის შედეგად ბირთვული ხელშეკრულება გააფორმა, რის გამოც ქვეყანაში რეფორმატორების პრესტიჟი გაიზარდა.

წელს საპარლამენტო არჩევნებთან ერთად სპეციალისტთა მეჯლისის არჩევნებიც ტარდება. მეჯლისის ახალი 88 წევრი სულიერი ლიდერის აიათოლა ჰამანეის მემკვიდრეს დაასახელებს.

ამის გამო რეფორმატორები და კონსერვატორები ერთმანეთს აღნიშნულ სპეციალისტთა ჯგუფში მოხვედრას ეცილებიან.

რეფორმატორების ამ არჩევნებში ორო ყველაზე მნიშვნელოვანი კანდიდატი პრეზიდენტი ჰასან როჰანი და ყოფილი პრეზიდენტებიდან ჰაშიმი რაფსანჯანია.

კონსერვატორთა ყველაზე მნიშვნელოვანი კანდიდატი კი აიათოლა ჯენეთი და აიათოლა მისბაჰ იეზიდია.



მსგავსი ინფორმაციები