მევლუდ ჩავუშოღლის განცხადება
სირიაზე შესაძლო სახმელეთო მოძრაობისთვის ჯერ არ არის მიღებული გადაწყვეტილება და არ მომხდარა აშშ-ის წინამძღოლობით კოალიციასთან განხილვები
საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუდ ჩავუშოღლის ინგლისური საინფორმაციო სააგენტოს Reuters-თვის გავრცელებულ განცხადებაში აღინიშნა, რომ სირიაზე შესაძლო სახმელეთო მოძრაობისთვის ჯერ არ არის მიღებული გადაწყვეტილება და არ მომხდარა აშშ-ის წინამძღოლობით კოალიციასთან განხილვები.
მხოლოდ საუდის არაბეთის, კატარის და თურქეთის სახმელეთო მოძრაობაში ჩართვა კი, არ იქნება რეალური.
ისიც დაამატა, რომ თურქეთს, საზღვრიდან საშიშროებას უქმნის ტერ-ორგანიზაცია DEAŞ-ი, მაგრამ იგი საფრთხეს არ უქმნის მხოლოდ თურქეთს. გავლენა აქვს 100-ზე მეტ სახელმწიფოზე. ამიტომაც, საჭიროების შემთხვევაში უნდა განხორციელდეს ერთობლივი ოპერაცია.
ჩავუშოღლის განცხადებით, DEAŞ-ის განადგურება ვერ განხორციელდება პოლიტიკური გადაწყვეტის გარეშე. სანამ გრძელდება დაბომბვები, ვერ მოხდება რაიმე შედეგის მიღწევა ჟენევის შეხვედრებიდანაც.
აღნიშნა, რომ ტერ-ორგანიზაცია PYD შესახებ მესიჯი გაუგზავნა აშშ-ს, PYD-ს სირიაში არსებული როლთან დაკავშირებით გაუგებრობის გადაწყვეტისთვის კი, საჭიროა აშშ-ის და თურქეთის ინტენსიური შეხვედრა -თქვა მან.
მსგავსი ინფორმაციები
ჰაკურკის რეგიონში სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK-ს 12 წევრი გაანეიტრალეს
ჰაკურკის რეგიონში სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK-ს 12 წევრი გაანეიტრალეს