ქობანისათვის ერთად მებრძოლები ახლა ერთმანეთს ებრძვიან

ბრძოლები აზეზეს დასახლებისათვის წარმოებს

433762
ქობანისათვის ერთად მებრძოლები ახლა ერთმანეთს ებრძვიან

ქობანისათვის ერთად მებრძოლები ახლა ერთმანეთს ებრძვიან

ბრძოლები აზეზეს დასახლებისათვის წარმოებს

სირიაში გასულ წელს ქალაქ ქობანის დაცვისათვის ერთობლივად მებრძოლი ქურთული დაჯგუფება PYD და სირიის ოპოზიციური დაჯგუფება თუ ერთად ებრძოდნენ ისლამურ სახელმწიფოს, დღეს უკვე ხსენებული დაჯგუფებები მტრებს წარმოადგენენ და ახლა ერთმანეთს ებრძვიან. როგორც ცნობილია PYD-ელები, რომლებსაც მხარდაჭერას უწევენ ესადის რეჟიმის ჯარები და რუსული თვითმფრინავები, ალეპოს მახლობლად მდებარე სტრატეგიული მნიშვნელობის დასახლება აზეზეს აღებას ცდილობენ, რათა თურქეთიდან ალეპოში მიმავალი ჰუმანიტარული გზა გადაკეტონ და შემდეგ შტურმით აიღონ სირიის სიდიდით მეორე ეს ქალაქი, რაც დიდი დარტყმა იქნება ოპოზიციისათვის და ამიტომ აზეზეს დაცვისათვის ოპოზიციის დასახმარებლად გადაგზავნილ იქნა სირიელი მუსლიმანი ძმების ორგანიზაციას დაქვემდებარებული Feylak-ı Şam-ის 500 კაციანი რაზმი და ისინი ოპოზიციის დასახმარებლად თურქეთის გავლით შევიდნენ. ასე რომ, PYD-ს ახლა ერთის მხრივ თურქული ჰაუბიცები ურტყამენ, მეორეს მხრივ აზეზეს დაცვაც გაძლიერდა. მეორეს მხრივ აზეზეს ერთის მხრივ თუ მასიურად ბომბავენ რუსული გამანადგურებლები, მეორეს მხრივ ესადის ძალები და მათი მხარდამჭერი ქურთებიც უტევენ, რადგან ამ დასახლების აღებით ესადის რეჟიმს ხელი გაუმაგრდება მომავალ კვირას ჟენევაში დანიშნულ მოლაპარაკებებზე


საკვანძო სიტყვები: #სირია , #ქობანი , #აზეზე , #რუსები , #ქურთები

მსგავსი ინფორმაციები