აქცია საბერძნეთში

საბერძნეთის, კუნძულ კოსზე, მიგრანტთა ცენტრის გახსნის გადაწყვეტილებამ, ერთმანეთს დაუპირისპირა კუნძულის ხალხი და პოლიცია

432671
აქცია საბერძნეთში

საბერძნეთის, კუნძულ კოსზე, მიგრანტთა ცენტრის გახსნის გადაწყვეტილებამ, ერთმანეთს დაუპირისპირა კუნძულის ხალხი და პოლიცია.

ცენტრის გახსნის მოწინააღმდეგე აქციონერებს და პოლიციას შორის კონფლიქტი წარმოიქმნა. პოლიციამ, ხალხის დასაშლელად, ცრემლსადენი გაზის ბომბი გამოიყენა.

ევროკავშირი, საბერძნეთისგან მოითხოვს ეგეოსის კუნძულებზე 5 მიგრანტთა ცენტრის გაშენებას, სადაც მიგრანტებს შეეძლებათ მიმართვის გაკეთება.

საბერძნეთის მთავრობის გავრცელებული განცხადების მიუხედავად, რომ 18 თებერვლამდე მომსახურებას გადასცემენ ცენტრებს, საპროტესტო აქციების გამო ჭიანურდება მუშაობა.

კუნძულ კოსის აქციაზე, მომიტინგეებმა მოითხოვეს მთავრობამ ხელახლა გადახედოს გადაწყვეტილებას, რადგან ცენტრის გახსნა ძირს მოუთხრის ტურიზმს.

ცენტრალური ევროპის ზოგიერთი ქვეყანა იცავს იდეას, რომ საბერძნეთი ვერ ახერხებს მიგრანტთა დინების შეჩერებას. ამიტომაც ესაჭიროება საზღვრები გადაკეტოს მაკედონიასთან და ბულგარეთთან.



მსგავსი ინფორმაციები