კვირიკაშვილმა უარყო რუსეთის ბრალდება

“პანკისის ხეობას ხელისუფლება აკონტროლებს“

425027
კვირიკაშვილმა უარყო რუსეთის ბრალდება
Gürcistan Başbakanı

საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა უარყო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ბრალდება პანკისში ისლამური სახელმწიფოს წევრების არსებობის თაობაზე და ხაზი გაუსვა, რომ ლავროვის ბრალდება საფუძველს მოკლებულია, რადგან რეგიონს ხელისუფლება აკონტროლებს და აქედან გამომდინარე ადგილი არ აქვს რაიმე ტერორისტულ საფრთხეს. მისივე თქმით მართალია, ამ რეგიონიდან სირიაში საბრძოლველად რამდენიმე პირი ჩავიდა, მაგრამ, მათი უკან დაბრუნების აღკვეთის მიზნით ხელისუფლება მკაცრად აკონტროლებს საზღვრებს. ლავროვმა რამდენიმე დღის წინ მოსკოვში გამართულ წლიურ პრეს კონფერენციაზე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა, რომ რუსული სადაზვერვო ინფორმაციებით პანკისის ხეობაში ისლამური სახელმწიფოს წევრები იმყოფებიან და მათ საბრძოლველად ამზადებენ



მსგავსი ინფორმაციები