ისრაელის ჯარისკაცებმა პალესტინელები დააკავეს

შეტაკებებში 12 პალესტინელი დაიჭრა

366437
ისრაელის ჯარისკაცებმა პალესტინელები დააკავეს


ისრაელის ჯარისკაცებმა მორიგი რეიდი განახორციელეს კალენდიას სახელწოდების ლტოლვილთა ბანაკზე და ათეულობით ახლაგაზრდა პალესტინელი დააკავეს.

გარდა ამისა ისრაელის ჯარებმა პლასტიკური ტყვიები და ცრემლსადენი გაზები გამოიყენეს დასავლეთ იორდანიის ბირას, ბეთლემისა და კალკილიას დასახლებებში დემონსტრაციის მომწყობი ახალგაზრდების დასაშლელად.

დემონსტრანტებმა კი თავის მხრივ ქვები ესროლეს ისრაელის ჯარისკაცებს და წარმოქმნილ შეტაკებაში 12 პალესტინელი დაიჭრა.

ორ მხარეს შორის დაძაბულობა ახლიდან გაიზარდა აგვისტოს თვეში, როცა ტელ ავივმა ზეწოლა დაიწყო მესჯიდი აქსას მეჩეთზე, ხოლო ოქტომბრის აქეთ ეს დაძაბულობა შეტაკებებში გადაიზარდა, რასაც უკვე 70 პალესტინელი ემსხვერპლა


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები