სააკაშვილი მოქალაქეობა

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სააკაშვილის მოქალაქეობის მოსახსნელად, დაიწყო კანონიერი სამუშაოები

360717
სააკაშვილი მოქალაქეობა


საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ დაიწყო ექს პრეზიდენტის და უკრაინის ოდესის გუბერნატორად დანიშნული სააკაშვილის მოქალაქეობის ჩამორთმევისთვის სამუშაოები.
ამის შესახებ განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
საკითხთან დაკავშირებით სამინისტროში პრეს-კონფერენცია ჩაატარა წულუკიანმა და აღნიშნა, რომ 23 ოქტომბერს, უკრაინის ხელისუფლებისგან მიიღო სააკაშვილის უკრაინის მოქალაქეობის დამამტკიცებელი ოფიციალური დოკუმენტი.
კონსტიტუციის მე-12-ე მუხლის თანახმად, მას, არა აქვს ორმაგი მოქალაქეობის უფლება. ამიტომაც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სააკაშვილის მოქალაქეობის მოსახსნელად, დაიწყო კანონიერი სამუშაოები.
წულუკიანმა ისიც დაამატა, რომ ერთ-ერთი მოქალაქეობის ასარჩევად მიეცემა გონივრული დავა საკუთარი პოზიციის ჩამოსაყალიბებლად.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები