არჩევნები ბულგარეთში

ხალხი დღეს ასევე ელექტრონული მეთოდით ხმის მიცემის საკითხთან დაკავშირებით საკუთარ აზრსაც დააფიქსირებს

399084
არჩევნები ბულგარეთში

დღეს ბულგარეთში ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. ხალხი დღეს ასევე არჩევნებთან ერთად სამომავლოდ ელექტრონული მეთოდით ხმის მიცემის საკითხთან დაკავშირებით საკუთარ აზრსაც დააფიქსირებს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 43 ათასი კანდიდატი იღებს მონაწილეობას. საზღვარგარეთ მცხოვრებ ბულგარეთის მოქალაქეებს ამ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება არ აქვთ, მაგრამ ელექტრონული ხმის მიცემის შესახებ რეფერანდუმში 47 ქვეყნის 300-მდე დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა. თურქეთში მცხოვრებ ბულგარეთის მოქალაქეებს კი 21 განსხვავებულ ადგილზე შეეძლებათ ხმის მიცემა. ბულგარეთში ოფიციალური მონაცემებით 6,4 მილიონი ამომრჩეველია რეგისტრირებული. არჩევნებში ხმის მიცემის პროცედურა ადგილობრივი დროით 06:00 დაიწყო და 20:00 საათამდე გარძლდება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები