ირანმა მიწისქვეშა საბრძოლო ბაზა პირველად გამოაშკარავა

ირანმა მიწისქვეშა საბრძოლო ბაზა პირველად გამოაშკარავა

392636
ირანმა მიწისქვეშა საბრძოლო ბაზა პირველად გამოაშკარავა

ირანის შეიარაღებულმა ძალებმა მიწისქვეშა სარაკეტო სისტემა პირველად გამოაშკარავა. ირანის შეიარაღებული ძალების გენერალმა ალი ჰაჯიზადემ აღნიშნული არსენალის შესახებ განცხადება გააკეთა და დასძინა, რომ მომავალ წელს არსენალის განახლებას აპირებენ, ამით კი იგი ირანის წინააღმდეგ საფრთხის შემქმნელ ქვეყნებსაც დაემუქრა. ობიექტების გამოსახულებები ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ გააშუქა, მაგრამ 500 მეტრი მიწის სიღრმეში არსებული ამ ობიექტების ადგილმდებარეობა არ გაუხმაურებია. ირანმა გასულ კვირას ახალი გრძელმანძილიანი რაკეტის გამოცდის შესახებაც განცხადება გააკეთა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თეთრი სახლიდან მესიჯი იქნა გავრცელებული, რომელშიც ნათქვამია, რომ ირანის მხრიდან გადადგმული ასეთი ნაბიჯები გაეროს წესების დარღვევას ნიშნავს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები