ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია იძაბება

გუშინ კიდევ 4 პალესტინელი დაიღუპა

353588
ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია იძაბება


ისრაელის პრესის ცნობით ერთმა პალესტინელმა სამგზავრო ავტობუსში ჯერ ერთი ებრაელი ჯარისკაცისათვის ავტომატის წართმევა სცადა, მაგრამ, წარუმატებელი ცდის შემდეგ დანით იმავე ჯარისკაცზე თავდასხმა განახორციელა და მსუბუქად დაჭრა კიდეც, რის საპასუხოდ ამ ჯარისკაცმა ცეცხლი გაუხსნა და ადგილზევე მოკლა ეს პალესტინელი.

გარდა ამისა, გუშინდელი მოვლენების დროს პალესტინელების მხრიდან კიდევ 3 კაცი დაიღუპა და 2 მძიმედ დაიჭრა, ხოლო ებრაელების მხრიდან 4 დაიჭრა და მათ შორის ორის მდგომარეობა მძიმეა.

გაეროს პალესტინელი ლტოლვილებისადმი დახმარების სააგენტოს, UNRWA-ს განცხადებით ისრაელი პალესტინელების წინააღმდეგ “მომაკვდინებელ ძალას“ იყენებს


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები