რუსები სირიაში ოპოზიციასაც ბომბავენ

მოკლულია ასობით ოპოზიციონერი

390978
რუსები სირიაში ოპოზიციასაც ბომბავენ



რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ რუსულმა Su-34, Su-24M და Su-25 ტიპის გამანადგურებლებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში სირიაში 67 გაფრენა მოაწყეს და ქალაქ რაკკაში, ალეპოში, იდლიბში, ჰამასა და ლაზკიეში მრავალი სამიზნე გაანადგურეს.

ამავე ცნობით ქალაქ რაკკაში ამ დაბომბვებს რადიკალური ლივა ელ ჰაქ-ის დაჯგუფებიდან მთლიანობაში 200-მდე კაცი ემსხვერპლა, მათ შორის 2 საველე მეთაურიც.

ეს დაჯგუფება ე.წ. ფეტიჰის არმიის დაქვემდებარებაში შედის და ესადის რეჟიმს ებრძვის.

ქალაქ ალეპოში კი ძველი საპატიმრო დაიბომბა და აქაც 100-მდე კაცი დაიღუპა.

ამით რუსეთმა აღიარა, რომ იგი სირიაში ისლამური სახელმწიფოს გარდა ესადის რეჟიმის მოწინააღმდეგეებსაც ებრძვის


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები