ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორები ერაყში ჩავიდნენ

ისინი კონსულტაციებს გაუწევენ ერაყის არმიას

352158
ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორები ერაყში ჩავიდნენ


ერაყის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის წევრმა ნაიფ შემერიმ თურქული საინფორმაციო სააგენტო “ანადოლუ აჟანსი“-სათვის მიცემულ განცხადებაში თქვა, რომ ქალაქ მოსულის განთავისუფლებაში მონაწილეობის მიღების მიზნით აქ ჩამოვიდა 90 ამერიკელი სამხედრო, რომლებიც ერბილის მახლობელ მაჰმურის ბანაკში იქნენ განთავსებულნი.

მისივე თქმით ამერიკელები ძირითადად საკონსულტაციო მომსახურებას გაუწევენ ერაყის არმიას და ამიტომ შეიძლება მონაწილეობა არც მიიღონ თვით მოსულის განთავისუფლების ბრძოლაში, ყოველ შემთხვევაში თუ ისინი მონაწილეობას მიღებენ ოპერაციებში, ამის შესახებ სპეციალური დადგენილება უნდა მიიღოს ქვეყნის პარლამენტმა ანდა მთავრობამ, განაცხადა შემერიმ


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები