ახლო აღმოსავლეთში მერსის გამო განგაშია

ახლო აღმოსავლეთში მერსის გამო განგაშია

371110
ახლო აღმოსავლეთში მერსის გამო განგაშია

ახლო აღმოსავლეთში მერსის გამო განგაშია. საუდის არაბეთში 14 მერსის ვირუსით დაავადების ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

საუდის არაბეთის უფლებამოსილთა განცხადებით, ამგვარად ბოლო ერთ თვეში მერსით დაავადებულთა რიცხვმა 71-ს მიაღწია და მათგან 19-ს მდგომარეობა მძიმეა.

საუდის არაბეთის თაოსნობით ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში გავრცელებული მერსის ვირუსი ფილტვებისა და თირკმელების დაზიანებას იწვევს. ვარაუდობენ, რომ ვირუსი ადამიანებს აქლემებისგან გადაედო.

ვირუსი 20-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა და მან ყველაზე მეტი ადამიანი საუდის არაბეთში იმსხვერპლა.

ქვეყნაში ბოლო სამ წელიწადში ვირუსით 1000-მდე ადამიანი დაავადდა, მათგან 400-ზე მეტი გარდაიცვალა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები