გაეროს უშიშროების საბჭომ პროექტი მოამზადა

მას მხარი დაუჭირეს ლავროვმა და კერიმ

317967
გაეროს უშიშროების საბჭომ პროექტი მოამზადა


გაეროს უშიშროების საბჭომ სპეციალური პროექტი მოამზადა, რომელიც სირიაში ქიმიური იარაღით თავდასხმის განმხორციელებელთა გამოაშკარავების მიზნით სპეციალური კომისიის შექმნას ითვალისწინებს და ამ პროექტში შეთანხმებას მიაღწიეს მალაიზიის დედაქალაქ კუალა ლამპურში მყოფმა რუსეთის და აშშ-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ლავროვმა და კერიმ.

როგორც ცნობილია 2013 წლის 21 აგვისტოს დამასკოს მახლობლად ნასროლ ქიმიურ იარაღს ასობით ადამიანი ემსხვერპლა.

ამ პროექტის კენჭისყრა გაეროს უშიშროების საბჭოში დღეს შესდგება და თუ იგი მიღებულ იქნება, მაშინ, შექმნილი კომისია პირველ ანგარიშს გაეროს გენერალურ მდივან ბან კი მუნს, 90 დღის შემდეგ წარუდგენს


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები