ერაყის არმია და კოალიცია DEAŞ-ს უტევენ

ლიკვიდირებულია 56 ბოევიკი

315538
ერაყის არმია და კოალიცია DEAŞ-ს უტევენ


ერაყის არმია და კოალიცია აგრძელებენ ერთობლივ ოპერაციებს ისლამური სახელმწიფოს ბოევიკების წინააღმდეგ და მარტო გუშინდელი ასეთი ოპერაციების დროს ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში 56 ბოევიკი იქნა ლიკვიდირებული.

აქედან ყველაზე მეტი, 37 ტერორისტი ქალაქ რამადიში იქნა მოკლული და მათ შორის საველე მეთაურებიც არიან.

ქალაქ მოსულის მახლობელ ტელაფერში ააფეთქეს DEAŞ-ის კუთვნილი საწვავის ტანკერი და აქაც 12 ბოევიკი იქნა მოკლული.

დანარჩენი 7 ტერორისტი კი ენბარის ვილიეთში იქნა მოკლული.

ერაყის არმიის განცხადებით ქალაქ სელაჰეტტინში მათ ხელთ იგდეს ისლამური სახელმწიფოს კუთვნილი რაკეტები და სარაკეტო სისტემები.

თვით DEAŞ-ის ბოევიკებმა კი მოსულში ერთი ოჯახის 3 წევრი ჯაშუშობის ბრალდებით სიკვდილით დასაჯეს


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები