რუჰანი მხარს უჭერს დასავლეთთან მიღწეულ შეთანხმებას
“ამ შეთანხმებით ორივე მხარე მოიგებს“
312270
ირანის სახელმწიფო ტელევიზიით გამოსულმა პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ კიდევ ერთხელ შეფასება მისცა რა ირან-დასავლეთს შორის ბირთვული პროგრამის საკითხში მიღწეულ შეთანხმებას, თქვა, რომ ამ შეთანხმებით ორივე მხარე მოიგებს და არც ერთი არ დარჩება წაგებული.
მისივე თქმით ამ შეთანხმების ფარგლებში ისინი არ დაუშვებენ ქვეყნის სამხედრო თუ სამრეწველო საიდუმლოებების გამოვლენას, ხოლო ამის პარალელურად გააგრძელებენ მშვიდობიან ბირთვულ პროგრამას, რაც გამოიხატება ბირთვული ელექტროენერგიის გამომუშავებაში