ისლამური სახელმწიფო სირიაში ტერაქტებს აგრძელებს

მათ სამი ტერაქტი განხორციელეს 3 ბლოკ პოსტზე

306275
ისლამური სახელმწიფო სირიაში ტერაქტებს აგრძელებს


სირიიდან მიღებული ცნობებით ისლამური სახელმწიფოს, DEAŞ -ის ბოევიკებმა ქალაქ ალეპოს მახლობელ აზეზის რაიონში ერთდროული ტერაქტები მოაწყვეს სირიის თავისუფალი არმიის პოსტ-ბლოკებზე და აქედან 2 ტერაქტი თვითმკვლელებმა, 1 კი ბომბით დატვირთული ავტომანქანით მოაწყვეს.

ამავე ცნობით ამ ტერაქტებს ათობით ადამიანი შეეწირა და ათობით დაიჭრა, რომლებთაგანაც მძიმედ დაჭრილი 5 კაცი ონჯუფინარის სასაზღვრო კარიდან თურქეთის საავადმყოფოებში გადმოიყვანეს, მაგრამ, მათგან 2 საავადმყოფოში მისვლამდე დაიღუპა.

სირიის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის ცნობით კი რეჟიმის საარტილერიო დაბომბვებს 32 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები