აქინჯიმ და ანასტასიადისმა შეხვედრა გამართეს

აქინჯიმ და ანასტასიადისმა შეხვედრა გამართეს

298269
აქინჯიმ და ანასტასიადისმა შეხვედრა გამართეს

კვიპროსის პრობლემების მოსაგვარებლად მოლაპარაკებები გრძელდება. ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის პრეზიდენტმა მუსტაფა აქინჯიმ და ბერძნული მმართველობის ლიდერმა ნიკოს ანასტასიადისმა ერთ-ერთი სოციალური ღონისძიების ფარგლებში პირისპირი შეხვედრა გამართეს. ლიდერები ლეფკოშის მერიის თეატრის მსახიობების მიერ ლიმასოლში გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ. ღონისძიების შემდეგ ლიდერების მიერ პრესასთან გაკეთებულ განცხადებაში მშვიდობაზე გაამახვილეს ყურადღება. ჩ.კ.თ.რ. პრეზიდენტის მუსტაფა აქინჯის განცხადებით პრობლემების მოსაგვარებლად კარგი პირობებია შექმნილი და ეს შანსი კარგად უნდა გამოიყენონ. ანასთასიადისმა კი განაცხადა: ”მუსტაფა აქინჯისთან ერთად მშვიდობის დასამყარებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მომავალ თაობებს მშვიდობა დავუტოვოთ”. კუნძულის ორივე მხარის ლიდერმა ასევე დასძინეს რომ მსგავსი ღონისძიებები ჩრდილოეთ მხარეშიც უნდა ჩატარდეს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები