რუსეთში ოპოზიცია ქუჩაში გამოვიდა

მოსკოვში 2012 წელს „ბოლოტნაიას საქმის“ ფარგლებში დაკავებულთა მხარდასაჭერად გამართული არასანქცირებული აქცია პოლიციამ დაშალა

264921
რუსეთში ოპოზიცია ქუჩაში გამოვიდა

რუსეთში ოპოზიცია ქუჩაში გამოვიდა.

დედაქალაქ მოსკოვში 2012 წელს „ბოლოტნაიას საქმის“ ფარგლებში დაკავებულთა მხარდასაჭერად გამართული არასანქცირებული აქცია პოლიციამ დაშალა და რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა.

შეგახსენებთ, რომ 2011 წელში ვლადიმერ პუტინის მიერ მესამე ვადით პრეზიდენტის კანდიდატურის წამოყენებამ რუსეთში მწვავე რეაქცია გამოიწვია, რის გამოც ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყო. 2012 წლის მარტში კი პუტინის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ აქციები კიდევ უფრო გახშირდა.

2012 წლის 7 მაისამდე ანუ პუტინის მიერ მოვალეობის შესრულების დაწყებამდე ერთი დღით ადრე მოსკოვში, ბოლოტნაიას მოედანზე გამართული მიტინგის დროს პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა და დაკავებული იქნა ასობით მონაწილე.

დაკავებულებიდან ზოგს პატიმრობა მიუსაჯეს, ზოგის სასამართლო პროცესი კი ისევ გრძელდება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები