აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადება

შეტაკებების შედეგად ხუთი სომეხი სამხედრო გარდაიცვალა

246196
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადება

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ფრონტის ხაზზე მყოფ ყველას სროლის ბრძანება გასცა. თავდაცვის სამინისტრომ საზღვრის ზოლზე შემჩნეული ნებისმიერი სახის უცხო სამხედრო საგნის დაუყონებლივ განადგურების ბრძანება გასცა.

აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა ზაქირ ჰასანოვმა ეუთოს წარმომადგენელთან გამართული შეხვედრის შემდეგ აზერბაიჯან სომხეთის საზღვრის ზოლში განვითარებული მოვლენები შეაფასა. ჰასანოვმა თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ სომხეთი ურთიერთობის დარეგულირების ნაცვლად საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე მშვიდობიანი მოსახლეობაზე თავდასხმებს აწარმოებს.

სწორედ აქედან გამომდინარე გასცა თავდაცვის სამინისტრომ ნებისმიერი უცხო სამხედრო საგნის განადგურების ბრძანება, რომელიც საზღვართან იქნება შემჩნეული.

აქვე შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯან სომხეთის საზღვარზე მომხდარ შეტაკებების შედეგად ხუთი სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა და ათამდე დაშავდა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები