ჯევად ზარიფმა ბირთვული შეთანხმების შესახებ განცხადება გააკეთა
ბირთვული შეთანხმების პირობები თუ არ შესრულდება ირანი ბირთვული იარაღის წარმოება ისევ გაგრძელდება
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯევად ზარიფმა განაცხადა, რომ ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმების პირობების შესრულებას აპირებენ. მან ირანის ერთ-ერთ ტელევიზიასთან ბირთვული მოლაპარაკებების შესახებ შეფასებების დროს აღნიშნა, რომ შეთანხმების პირობები თუ არ შესრულდება ირანი ისევ დაუბრუნდება ბირთვული იარაღის წარმოების პოლიტიკას.
ზარიფმა შეთანხმების შესახებ საუბრისას აშშ-ს მხრიდან გამოყენებული ენის მსგავსად ისაუბრა.
აშშ-ს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯონ კერიმ ირანთან ბირთვული იარაღის თაობაზე შეთანხმების შესახებ საუბრისას სანქციების გაუქმებაზე და დროებით შეჩერებაზე გაამახვილა ყურადღბა.
ზარიფმა კი ”ჩვენ სანქციების დროებით შეჩერებაზე კი არა არამედ მთლიანად გაუქმებაზე ვისაუბრეთ.” მან ასევე თავის განცხადებაში დასძინა, რომ ირანის მხრიდან საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს პირობების შესრულების შემთხვევაში სანქციები მთლიანად უნდა გაუქმდეს.