ჯევად ზარიფი ჟენევაში ჩადის
დასავლეთის დელეგაციის გარდა იგი სხვა ქვეყნის დიპლომატებსაც შეხვდება
თეირანიდან გავრცელებული ინფორმაციებით ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯევად ზარიფი დასავლეთთან ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებების ფარგლებში კიდევ ერთხელ ჩადის ჟენევაში, სადაც მას დასავლეთის დელეგაციის გარდა პირისპირი შეხვედრებიც აქვს დაგეგმილი თავის ჰოლანდიელ და რუს კოლეგებთან კოენდერსთან და ლავროვთან და კიდევ გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლეს კომისარ ზეიდ რაად ელ ჰუსეინთან.
ირანელი დიპლომატი შემდეგ მონტროში გადავა და დასავლეთის დელეგაციას შეხვდება რა, მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებს ასევე ირანის ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელი ალი ექბერ სალიჰი.
მხარეები მიზნად ისახავენ 31 მარტამდე წინა შეთანხმების, 1 ივლისამდის კი საბოლოო შეთანხმების მიღებას.
გასულ კვირას ზარიფს პირისპირი შეხვედრა ჰქონდა ამერიკელ კოლეგა ჯონ კერისთან
მსგავსი ინფორმაციები

თურქული საგარეო პოლიტიკის მაჯისცემა 07-2025
ალ-შარას ვიზიტი თურქეთში: სტრატეგიული თანამშრომლობა და რეგიონალური ბალანსი